Tuesday, November 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

       დღეს თითქმის სრულვყავით სასწავლო პროექტის გეგმა . შევიტანეთ შესწორებები, გავმართეთ ტექსტი,კორექტირებისა და გარკვეულიტექსტების შეტანის შემდეგ დავამთავრებთ მუშაობას . ისე გამიტაცა ტრენინგებმა, ასე მგონია კიდევ უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო დავით ,  ბაწეული შრომისათვის.                                                        

Monday, November 14, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

 დღეს შრომატევადი იყო ჩვენი მუშაობა. სასწავლო პროცედურებზე გავამახვილეთ ჩვენი ყურადღება. ყველაფერი უნდა გაიწეროს დაწვრილებით პროექტის შინაარსისა და მიზნებიდან გამომდინარე. ნაშრომს თან რომ უნდა ახლდეს შეფასება და დამხმარე. შესაბამისად შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ჩეკლისტი, რაშიც ბატონმა დავითმა დიდი დახმარება გაგვიწია.
           გვიან ვაკეთებ რეფლექსიას, რადგან ბლოგები დაბლოკილი იყო და არ მქონდა ინტერნეტის წვდომა.

Monday, November 7, 2016

მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსია

  რატომღაც გამომრჩა მეოთხე დღის რეფლექსიის დაწერა, ამის გამო ერთად ვწერ ორივე დღის რეფლექსიას.  საინტერესოა სწავლება პროექტების მეშვეობით.მოსწავლე უფრო მობილიზებული და დაინტერესებულია შესასავლი მასსლით, ტრენერი სრულფასოვნად გვიხსნის ყველაფერს. დღეს კიდევ ერთხელ გავიარეთ თუ როგორ გავაკეთოთ გეგმა პროექტი.

Saturday, October 29, 2016

მესამე დღის რეფლექსია

   
       დღეს ვიმუშავეთ გუგლის დისკზე, ძალიან საინტერესო იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში საჭირო სტანდარტების მოძებნა, შესაბამისად გამოყენების მიზნით პროექტის გეგმაში მისი ჩასმა. ზოგადად, რაც დღეს ვისწავლეთ კომპიუტერულ ურთიერთობაში
წერილების გაგზავნასა და გამოგზავნაში დაგვეხმარება.
     

Sunday, October 23, 2016

რეფლექსია მეორე დღე

    დღეს ვიპოვე თითქოს საკუთარი თავი, შემექმნა წარმოდგენა პორტფოლიოს საქაღალდის შექმნაზე,ვისწავლეთ ეროვნულ სასწავლო პროგრამის პორტალში შესვლა. აწი გამოვიყენებ ამ პორტალს სისტემატიურად. ბატონო დავით, გმადლობთ დახმარებისათვის.