Sunday, November 27, 2016
Saturday, November 26, 2016
Tuesday, November 15, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დღეს თითქმის სრულვყავით სასწავლო პროექტის გეგმა . შევიტანეთ შესწორებები, გავმართეთ ტექსტი,კორექტირებისა და გარკვეულიტექსტების შეტანის შემდეგ დავამთავრებთ მუშაობას . ისე გამიტაცა ტრენინგებმა, ასე მგონია კიდევ უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო დავით , ბაწეული შრომისათვის.
Monday, November 14, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს შრომატევადი იყო ჩვენი მუშაობა. სასწავლო პროცედურებზე გავამახვილეთ ჩვენი ყურადღება. ყველაფერი უნდა გაიწეროს დაწვრილებით პროექტის შინაარსისა და მიზნებიდან გამომდინარე. ნაშრომს თან რომ უნდა ახლდეს შეფასება და დამხმარე. შესაბამისად შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ჩეკლისტი, რაშიც ბატონმა დავითმა დიდი დახმარება გაგვიწია.
გვიან ვაკეთებ რეფლექსიას, რადგან ბლოგები დაბლოკილი იყო და არ მქონდა ინტერნეტის წვდომა.
Monday, November 7, 2016
მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსია
რატომღაც გამომრჩა მეოთხე დღის რეფლექსიის დაწერა, ამის გამო ერთად ვწერ ორივე დღის რეფლექსიას. საინტერესოა სწავლება პროექტების მეშვეობით.მოსწავლე უფრო მობილიზებული და დაინტერესებულია შესასავლი მასსლით, ტრენერი სრულფასოვნად გვიხსნის ყველაფერს. დღეს კიდევ ერთხელ გავიარეთ თუ როგორ გავაკეთოთ გეგმა პროექტი.
Saturday, October 29, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ გუგლის დისკზე, ძალიან საინტერესო იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში საჭირო სტანდარტების მოძებნა, შესაბამისად გამოყენების მიზნით პროექტის გეგმაში მისი ჩასმა. ზოგადად, რაც დღეს ვისწავლეთ კომპიუტერულ ურთიერთობაში
წერილების გაგზავნასა და გამოგზავნაში დაგვეხმარება.
Sunday, October 23, 2016
რეფლექსია მეორე დღე
დღეს ვიპოვე თითქოს საკუთარი თავი, შემექმნა წარმოდგენა პორტფოლიოს საქაღალდის შექმნაზე,ვისწავლეთ ეროვნულ სასწავლო პროგრამის პორტალში შესვლა. აწი გამოვიყენებ ამ პორტალს სისტემატიურად. ბატონო დავით, გმადლობთ დახმარებისათვის.
Saturday, October 22, 2016
პირველი დღის რეფლექსია
საინტერესო უნდა იყოს, ჩემი აზრით, ტრენინგები. გავეცანი ჩვენს ტრენერს, ჯგუფის წევრებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან თანამშრომლები ვართ. პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. ბევრად ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საქმიანობაში, ვშიშობ, როგორ მოვახერხებ ტრენინგის გაგრძელებას,დავიმახსოვრებ ყველაფერს კარგად? ტესტების აკრეფა მეხერხება, ცხრილებს ვაგებ... ვნახოთ,მერე რა მოხდება.
Subscribe to:
Posts (Atom)